26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

უკრაინის მესამე პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ პოლონეთის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე უარი თქვა

უკრაინის მესამე პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ პოლონეთის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე – „თეთრი არწივის“ ორდენზე უარი თქვა.

უკრაინული მედიის ცნობით, იუშჩენკომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ჯილდოს ჩამორთმევა გადაწყვიტა.

ამასთან, ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტს „თეთრი არწივის“ ორდენი დაუბრუნა.

კაროლ ნავროცკის გადაწყვეტილება უკრაინული სამხედრო ქვედანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხეთა არმიის გმირების“ სახელის მინიჭების სკანდალს უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშიივან ფედოროვი: რუსეთის იერიშის შედეგად ზაპოროჟიეში ხუთი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი: საქართველოს პარლამენტიდან გავრილოვის გაძევების ინიციატორი, ელენე ხოშტარია ციხეში ზის, ამით ყველაფერი ნათქვამია