29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

უკრაინის მეორე პრეზიდენტი, ლეონიდ კუჩმა პოლონეთის თეთრი არწივის ორდენზე უარს ამბობს

უკრაინის მეორე პრეზიდენტი, ლეონიდ კუჩმა პოლონეთის თეთრი არწივის ორდენზე უარს ამბობს.

განცხადება კუჩმამ მაის შესახებ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მის განცხადებას წინ უძღოდა პოლონეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ თეთრი არწივის ორდენი უკრაინის პრეზიდენტისთვის – ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ჩამოერთმია.

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის თეთრი არწივის ჯილდოს ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. პოლონური მედიის ცნობით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თანხმობა სჭირდება. პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგაც, რომელმაც განაცხადა, რომ პოლონეთს 2022 წლის ოქტომბერში მისთვის გადაცემულ ჯილდოსაც დაუბრუნებს. პოლონეთს ჯილდოს უბრუნებს ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი, კირილ ბუდანოვი და პოლონეთში უკრაინის ელჩიც.

პოლონური საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის „უკრაინის ამბოხებულთა არმია“ (УПА) ასოცირდება მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარ ე.წ. ვოლინის ხოცვა-ჟლეტასთან. პოლონეთის ოფიციალური შეფასებით, ამ მოვლენების დროს УПА-ს მებრძოლებმა 100 000-მდე ეთნიკური პოლონელი (ძირითადად, ქალები და ბავშვები) სასტიკად დახოცეს. პოლონეთი ამ ფაქტს გენოციდად აღიარებს.

კაროლ ნავროცკიმ, რომელიც პროფესიით ისტორიკოსია, განაცხადა, რომ „ისტორიული სიმართლე სავაჭრო საგანი არ არის“. მისი თქმით, ზელენსკის მიერ ამ დაჯგუფების განდიდება და დანაყოფისთვის მათი სახელის დარქმევა პოლონელ მსხვერპლთა ხსოვნის შეურაცხყოფაა.

უკრაინული მხარისთვის „უკრაინის ამბოხებულთა არმია“ (УПА) წარმოადგენს საბჭოთა რეჟიმისა და მოსკოვის წინააღმდეგ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოს. კიევში აცხადებენ, რომ სამხედრო ნაწილისთვის სახელის მინიჭებას არანაირი ანტიპოლონური კონტექსტი არ ჰქონია.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: ყოველი ქარხნის შესახებ ვიცით ბელარუსში, რომელიც რუსეთისთვის მუშაობს
შემდეგი სტატიაივან ფედოროვი: რუსეთის იერიშის შედეგად ზაპოროჟიეში ხუთი ადამიანი დაიღუპა