უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მსოფლიო პატრიარქს მიმართა, რათა კირილს ტახტი ჩამოართვან

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია მსოფლიო პატრიარქს სთხოვს, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს კირილეს ტახტი ჩამოართვან. მათი თქმით, კირილმა – ვლადიმერ გუნდიაევმა, აკურთხა რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

„უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსთა საბჭომ მიმართა მსოფლიო პატრიარქს და ადგილობრივი ავტოკეფალიური ეკლესიების წინამძღოლებს, დაგმონ კირილეს სულიერი დანაშაულები და ჩამოერთვას ტახტი“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ დასძინა, რომ პატრიარქი კირილე არის „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიის ერთ-ერთი შემქმნელი და მისი პროპაგანდისტი. ამიტომ, ეპიფანეს აზრით, კირილ გუნდიაევი დაგმობილი უნდა იყოს, თუ არ მოინანიებს თავის საქციელს.

წინა სტატიაშიკახა კალაძე: 26 მაისი მართლაც მნიშვნელოვანი დღეა – დღე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს და მას გაფრთხილება სჭირდება
შემდეგი სტატიაევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის 23 მლრდ ევრო გაყინა