უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაგმო რუსეთის პატრიარქის პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით და სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა

დღეს, 27 მაისს, კიევში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კრება გაიმართა. საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ.

„ჩვენ არ ვეთანხმებით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს პოზიციას უკრაინის ომთან დაკავშირებით. საბჭომ მიიღო შესაბამისი ცვლილებები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციის წესდებაში, რაც მოწმობს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სრულ დამოუკიდებლობას“, – ნათქვამია ეკლესიის კრების დოკუმენტში.

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაგმო რუსეთის პატრიარქის პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით და სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშივარკეთილის ხევის პარკი საზეიმოდ გაიხსნა
შემდეგი სტატიარატი ბრეგაძე: 2013 წლიდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არც ერთი საჩივარი არ მიუღია პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხზე