უკრაინის კულტურის სამინისტრო “ბედის ირონიის” აკრძალვის გადახედვას აპირებს

უკრაინის კულტურის სამინისტრო

უკრაინის კულტურის სამინისტრო "ბედის ირონიის" აკრძალვის გადახედვას აპირებსუკრაინის კულტურის მინისტრი ვიაჩესლავ კირილენკო თვლის, რომ რიაზანოვის ფილმები არის კლასიკა და რომ მათი აკრძალვა არ არის მიზანშეწონილი – ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა უკრაინის რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.

“ბევრი ხმაური იყო სხვადასხვა ცნობილი საბჭოთა ფილმების აკრძალვაზე, მათ შორის “ბედის ირონიაზე”. იქ ტალიზინა თამაშობს ახეჯაკოვასთან ერთად, მან არა ერთხელ ილაპარაკა უკრაინისადმი ცუდად. ამასთანავე, ფილმში თამაშობს ახეჯაკოვა, რომელიც უკრაინას მხარს უჭერს და თვითონ რუსეთის დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის იბრძვის. ფილმი გამოჩენილი გენიალური რეჟისორის ელდარ რიაზანოვის არის” – განაცხადა მინისტრმა.

უკრაინის კულტურის სამინისტრომ 24 დეკემბერს დამატებით რუსული და მსოფლიო მოღვაწეების სია შეადგინა, სადაც 83 ადამიანი შევიდა და რომლებიც, უკრაინის უშიშროების სამსახურის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოებას საშიშროებას უქმნიან.

banner
წინა სტატიაშიიაპონიამ კორეას “დამაწყნარებელი ქალების” გამო ბოდიში მოუხადა
შემდეგი სტატია“ვარსკვლავურმა ომებმა” შემოსავლების ყველანაირი რეკორდი მოხსნეს