უკრაინის კონტრშეტევა, შესაძლოა, შეჩერდეს და შემდეგ ისევ განახლდეს, – გენერალი მარკ მილი

ამერიკელი გენერალი, აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების მეთაური მარკ მილი აცხადებს, რომ შესაძლოა, უკრაინის არმიის კონტრშეტევა შეჩერდეს.

ამის მიზეზად მილი სეზონურ ავდარს ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ამინდის გაუმჯობესებისთანავე, სავარაუდოდ, კონტრშეტევა განახლდება.

“უკრაინაში მალე ისეთი ამინდი იქნება, რომ რაღაც პერიოდში, ტერიტორია გაუვალი გახდება. ამ დროს კონტრშეტევა, სავარაუდოდ, შეჩერდება, მაგრამ ის განახლდება ამინდის გაუმჯობესებისთანავე”, – ვარაუდობს გენერალი.

banner
წინა სტატიაში“ველოდებით ზანგეზურის დერეფნის გახსნას” – ერდოღანი გაეროში
შემდეგი სტატიაამ ომის დასრულება მხოლოდ რუსეთს შეუძლია – ჯო ბაიდენი გაეროს გენანსამბლეაზე