(video) უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა მიმდინარეობს

3უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორი იანუკოვიჩი, რომელიც 2014 წლის რევოლუციის შემდეგ რუსეთში გაიქცა, ამ წუთებში აქციის მონაწილეების დახვრეტის გამო იკითხება.
ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც რუსეთში, დონის როსტოვშია, ვიდეოკავშირით დაუკავშირდა კიევის სასამართლოს. სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც სპეცრაზმ “ბერკუტის” ხუთი თანამშრომლის მიერ აქციის მონაწილეების დახვრეტას ეხება, იანუკოვიჩი მოწმის სახით იკითხება. მაშინ 100 ადამიანი დაიღუპა და 600-მდე დაიჭრა.
ექს-პრეზიდენტი ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ პირველად დაეკონტაქტა უკრაინელ გამომძიებლებს.

დაკითხვის შემდეგ ვიქტორ იანუკოვიჩმა პრესკონფერენცია გამართა.

 

https://youtu.be/wPBeumWN3V0

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ არ ვაპირებთ პენსიების ზრდას
შემდეგი სტატიაერდოღანი ევროკავშირს მიგრანტებისთვის საზღვრების გახსნით ემუქრება