უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სულ 108 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთში, ჩრდილოეთში, სამხრეთსა და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში 60 „შაჰედის“ ტიპის დრონი ჩამოაგდეს, კიდევ 41-მა უპილოტო აპარატმა კი ვერ მიაღწია მიზანს.
მათი ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს ბრიანსკიდან, სმოლენსკის ოლქის შატალოვოდან, როსტოვის ოლქის მილეროვოდან, კრასნოდარის მხარის პრიმორსკო-ახტარსკიდან, ასევე რუსეთის მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ოლქის რაიონებიდან და ანექსირებული ყირიმიდან.
გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალებში განაცხადეს, რომ რუსეთის ძალებმა, რომლებიც აგრძელებენ ომს უკრაინის წინააღმდეგ, არაერთხელ გაუშვეს მართვადი საავიაციო ბომბები სუმის და ხარკოვის ოლქების მიმართულებით.
რუსული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად კიევის ოლქში ერთი ადამიანი დაშავდა. ბროვარის რაიონში 1954 წელს დაბადებულ მამაკაცს სტრესის გამო მწვავე რეაქცია ჰქონდა და შოკურ მდგომარეობაშია. თავდასხმის დროს იმავე რაიონში დაზიანდა რამდენიმე კერძო სახლი.