უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ეკლესიას უკრაინაში ბრალს დებს ღალატში

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პეტიცია განახორციელა, რის მიხედვითაც უნდა გადაწყდეს გადაეცეს თუ არა კიევ-პეჩორის ლავრა უკრაინის ადგილობრივ ავტოკეფალურ ეკლესიას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ 25.000 ხმა შეგროვდება სახელმწიფო დაიწყებს ლავრის გადაცემის პროცესს. დღევანდელი შედეგებით კი 25.113 ხმა შეგეოვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ სამართლიანი იქნება ეს უდიდესი სამინისტრო კომპლექსი უკრაინის ადგილობრივი აღიარებული ეკლესიის მიერ გამოიყენებოდეს და არა რუსეთის ეკლესიის მიერ.

პ.ს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კიევ-პეჩორის ლავრა ოფიციალურად სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია და რუსეთის ეკლესია უკრაინაში ერთგვარ “ქირას” იხდის. მოსალოდნელი გადაწყვეტილების შემთხვევაში კი ლავრა გადაეცემა მსოფლიო საპატრიარქოს მიერ დაარსებულ უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას, რომელიც კიევის ისტორიული სამიტროპოლიტოს პირდაპირი მემკვიდრეა.

✅ განცხადებაში ხაზი გაესვა იმას, რომ მოსკოვის ეკლესიის სასულიერო პირებისგან გამუდმებით ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული განცხადებები ისმის, რაც ქვეყნის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული. ქვემოთ იხილეთ უკრაინის სახელმწიფოს მიერ წამოყენებული ბრალდებები:

2008 წელს მიტროპოლიტმა ონუფრემ აღნიშნა, რომ 1930 წლეს მომხდარი უკრაინელთა გენოციდი “ჰოლოდომორი” უფლის ნება იყო ამპარტავნების გამო.*

 2014 წელს მიტროპოლიტმა ინუფრემ უარი განაცხადა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ ქვეყნის დესტაბილიზაციის აღიარება, ხოლო რუსეთთან ომს “ძმური სიახლის ღვრა” უწოდა.

2015 წელს კი, როდესაც უკრაინის პარლამენტში (ვერხოვნა რადა) ოფიციალური შეხვედრა გაიმართა და პრეზიდენტმა ომში დაღუპული გმირების სახელები წარმოთქვა, მიტროპოლიტი ონუფრი ფეხზეც არ ადგა.

 2016 წელს რუსეთმა იზეიმა ოკუპირებულ ყირიმთან გაერთიანება, სადაც მიტროპოლიტმა ონუფრემ მისი წარმომადგენელი სევასოპოლის მთავარეპისკოპოსი სერგეი გაგზავნა.

 2018 წელს მიტროპოლიტ ონუფრეს სასულიერო პირმა უარი განაცხადა გარდაცვლილი ბავშვისათვის წესი აეგო, რადგან ის “კიევის საპატრიარქოში” იყო მონათლული.

 2018 წელს მიტროპოლიტ ონუფრეს ნებართვით ოკუპირებულ ყირიმში რუსების მიერ შემოტანილი იარაღი იკურთხა.

2018 წელს მიტროპოლიტ ონუფრეს მღვდელმთავარმა, ყირიმისა და სიმფერუპოლის მიტროპოლიტმა ლაზარემ მსახურება აღავლინა რუსული შეიარაღებული ძალებისათვის, სადაც მან აღნიშნა: “რუსეთი ჩვენი სამშობლოა”.

🔗 ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ უკრაინის სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი კიდევ მრავალი ბრალდება მიტროპოლიტ ონუფრეს ეკლესიის მიმართ: https://petition.president.gov.ua/petition/92966… (უკრაინის პრეზიდენტის კანცელარიის ოფიციალური საიტი).

ჰოლოდომორის ძირითად გამომწვევად, ყველაზე ხშირად, 1930-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში წარმოქმნილ სასურსათო კრიზისს, კერძოდ კი ხორბლის დეფიციტს ასახელებენ. თუმცა ეს არ წარმოადგენს უკრაინული კატასტროფის მთავარ მიზეზს. ხორბლის დეფიციტი მხოლოდ საშუალება იყო, რომელიც ბოლშევიკებს უკრაინელი ერის საბოლოო დამორჩილებაში ეხმარებოდა. სტალინის ამოცანა, უკრაინის დენაციონალიზაცია და უკრაინელებისგან, ახალი ფორმაციის საბჭოთა ერის ჩამოყალიბება იყო. მთავარი დარტყმა უკრაინული სოფლის წინააღმდეგ დაიგეგმა, რომელიც ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა წყობას და სადაც ბოლომდე ინახავდნენ ეროვნულ ტრადიციებს. უკრაინელ გლეხს ორმაგად ებრძოდნენ. მას დევნიდნენ, ზოგადად როგორც გლეხს, რომელიც ბოლშევიკებისთვის სოფელში კაპიტალიზმის ნაშთს და მესაკუთრეს წარმოადგენდა, და როგორც უკრაინელს, რომელიც ეროვნებას არ თმობდა. გლეხობაში შემორჩენილი იყო უძველესი უკრაინული ტრადიციები, ენა, კულტურა, მორალი, რიტუალები. ამიტომ მოსკოვმა გათვალა, რომ თუ სოფელს გაანადგურებდა, ამით მოსპობდა უკრაინულ თვითმყოფადობასაც.

banner
წინა სტატიაშირუსთავში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის წევრებს ვირუსი არ დაუდასტურდათ
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 103 ფაქტი გამოავლინა