უკრაინის ხელისუფლება არჩევნებს ჩაატარებს – დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელი

უკრაინის ხელისუფლება დათანხმდა არჩევნების ჩატარებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, თუმცა, არჩევნების ჩატარების დრო არ დაუსახელებია.

ამავე ინტერვიუში უიტკოფმა განაცხადა, რომ ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი ამ პროცესში მოდის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიისა და ხერსონის რეგიონებზე, ასევე, ყირიმზე.

” ამ რეგიონებში რუსულენოვანი მოსახლეობაა, იქ ჩატარდა რეფერენდუმები, სადაც უმრავლესობამ რუსეთთან მიერთებას მისცა ხმა. ჩემი აზრით, სწორედ ესაა დასარეგულირებელი და დავარეგულირებთ კიდეც”,- განაცხადა უიტკოფმა.

შეგახსენებთ, თებერვლის ბოლოს უკრაინის რადამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება, მანამდე კი ქვეყნის ლეგიტიმურ მეთაურად მოქმედი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ითვლება.

banner
წინა სტატიაშიეს არის უპრეცედენტო ზეწოლა მედიის თავისუფლებაზე და პირდაპირი მუქარა იმ ჟურნალისტების მიმართ
შემდეგი სტატია(ვიდეო) თურქეთში დემონსტრანტებსა და სპეცრაზმელებს შორის ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს