უკრაინის ჯარი ბაზალეევკას, ლებიაჟიეს და კუტუზოვკას ნაწილს აკონტროლებს

ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, კონტრშეტევის შედეგად, რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

კონტრშეტევის შედეგად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს ბაზალეევკა, ლებიაჟიე, კუტუზოვკას ნაწილი.უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ხარკოვიდან სხვა მიმართულებით  რუსი ოკუპანტების ეფექტურ შეკავებას.უკრაინის დამცველები, ასევე, გადავიდნენ უფრო აღმოსავლეთით სოფელ მალაია-ვისკასთან.

banner
წინა სტატიაშისაბრძოლო ფრენის დროს უკრაინელი მფრინავები დაიღუპნენ
შემდეგი სტატიარუსული კრეისერი “მოსკვა”- განადგურება (ვიდეო)