უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ამერიკელი უხელმძღვანელებს

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ამერიკელი უხელმძღვანელებს

7უკრაინაში ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის მოვალეობას უკრაინული წარმოშობის ამერიკელი ულიანა სუპრუნი შეასრულებს – ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ გროისმანმა დღეს, 27 ივლისს განაცხადა.
გროისმანის თქმით, სუპრუნისგან ისინი ჯანდაცვის რეფორმების კონცეფციებს ელოდებიან მთავრობის უახლოეს სხდომაზე.
ადრე ულიანა სუპრუნმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. ამასთანავე, არ იტყობინებიან, სუპრუნმა უარი თქვა თუ არა აშშ-ს მოქალაქეობაზე.

8 ივლისს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რომან ვასილაშვილი უშიშროების სამსახურებმა სისტემატიური ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.
ულიანა სუპრუნი უკრაინული წარმოშობის ამერიკელია. ის დეტროიტში დაიბადა. ევრომაიდანში მონაწილეობდა როგორც სამედიცინო მომსახურების ორგანზატორი.

banner
წინა სტატიაშიქრისტინა აგილერას კონცერტის გამო, თბილისიდან დამატებითი მატარებელი დაინიშნა
შემდეგი სტატიატრამპის წინააღმდეგ 100-ზე მეტი ცნობილი ამერიკელი გამოდის