უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ჯერ არ მიუღია მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო შემოწმების შედეგები

უკრაინის იუსტიციის მინისტრმა პავლე პეტრენკომ განაცხადა, რომ მის უწყებას გენერალური პროკურატურისგან ჯერ არ მიუღია საქართველოს ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო შემოწმების შედეგები. სააგენტო “Укринформ”–ის ცნობით, ეს განცხადება მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედროს დროს გააკეთა. «დღესდღეობით იუსტიციის სამინისტროს შემოწმების შედეგები არ გააჩნია. ეს პროცესი იჭიმება და როდესაც მივიღებთ დასკვნას, მას შემდეგ განვიხილავთ ამ საქმეს”,– აღნიშნა პეტრენკომ.

banner
წინა სტატიაში‘’ხელისუფლებამ ფაქტობრივად კარს მიღმა გადაწყვიტა თუ ვინ იქნებოდა სახალხო დამცველი’’- სერგო რატიანი
შემდეგი სტატიაერდოღანი აშშ-ს წინააღმდეგ სკანდალურ განცხადებას ავრცელებს