უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ ბავშვების ყველაზე უცნაური სახელები გამოაქვეყნა

ტრადიციულის გარდა, უკრაინელი მშობლები საკუთარ შვილებს უცნაურ და უჩვეულო სახელებს არქმევენ, კერძოდ, 2018 წლის პირველ ნახევარში დარეგისტრირებულია ისეთი სახელები, როგორიცაა იგორინა, მილაშა, შამამა, ჰამლეტი და ფარაონი – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ელენა სუკმანოვამ განაცხადა – “112 უკრაინა” ავრცელებს.
დარეგისტრირებულ ქალთა სახელებში ყველაზე უჩვეულო იყო შემდეგი: იგორინა, ზლატასლავა, კატალეა, ონა, მილაშა, აპოლინარია, კაპიტოლინა, ჰუმორა, ზაბავა, პრინცესა, ვესნა, შამამა, იტალია, ანდრომედა, იასნოვედა.
მამაკაცთა შორის: ზლატოზარი, ელიოტ-ლეოპოლდი, ბომონდი, ოლგერდი, პერესვეტი, ჰამლეტი, რატიბორი.
კიევში ყველაზე უჩვეულო სახელებია: კასანდრა, მელოდი, გრეტა, კარმენი, აზარია, მარსელი, კიპრიანი, სამუილი, სოლომონი, ოსკარი, ფარაონი, მიხვა.

ყველაზე პოპულარული კი შემდეგი სახელებია: სოფია, ანასტასია, ანნა, არტიომი, ალექსანდრე და მაქსიმი.

banner
წინა სტატიაშიკიევში Uber-ის მძღოლმა მგზავრი ცემა
შემდეგი სტატიაინდოელი დეპუტატი სამსახურში ჰიტლერის კოსტუმით მივიდა (ვიდეო)