უკრაინის იუსტიციის სამინისტრო – საქართველო უკრაინისგან სააკაშვილის დაკავებასა და დეპორტაციას ითხოვს

უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოსგან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა მიიღო. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე სერგეი პეტუხოვმა განაცხადა. მისი თქმით, კიევმა მიიღო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა, სადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ოთხი საქმეა აღძრული.

პეტუხოვის თქმით, საქართველოს პროკურატურა გარანტიას იძლევა, რომ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა არ განხორციელდება და მას მესამე მხარეს არ გადასცემენ.

ამასთან, პეტუხოვის თქმით, ამ თემაზე იუსტიციის სამინისტრო უახლოეს საათებში ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიგელა დუმბაძე: „უკრაინის მხარეს ჩემთან პრობლემები არ აქვს!“ -ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინაში საქართველოს ელჩთან
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის ადვოკატი – ევროპული კონვენცია გამორიცხავს პირის გადაცემას იმ სახელმწიფოსთვის, სადაც მას შესაძლოა პოლიტიკური დევნა დაემუქროს