უკრაინის IT ჯარმა რუსეთის რკინიგზის ვებ-გვერდზე ჰაკერული თავდასხმა განახორციელა

უკრაინის IT ჯარმა რუსეთის რკინიგზის ვებ-გვერდზე ჰაკერული თავდასხმა განახორციელა. შედეგად, ბილეთების ონლაინ გაყიდვა შეჩერებულია როგორც ვებ-გვერდის, ისე აპლიკაციის მეშვეობით. ამის შესახებ Ukrinform-ი Telegram-ში უკრაინის IT Army-ზე დაყრდნობით იუწყება.

„გესმით? რუსეთის ჭაობებში რატომღაც რუსული მატარებლები აღარ გუგუნებს. როგორ ვიყიდოთ ახლა ბილეთი? ტერორისტული სახელმწიფო შეუჩერებლად მიემართება ქაოსის სადგურისკენ“, – ნათქვამია ჰაკერთა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

ჰაკერულ თავდასხმას ადასტურებს რუსული მედიაც. მათი ინფორმაციით, რუსეთის რკინიგზის ონლაინ სერვისებზე მასობრივმა კიბერთავდასხმამ მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი უხერხულობა გამოიწვია.

უკრაინის IT ჯარი ქვეყნის IT სპეციალისტების ყველაზე ძლიერი გაერთიანებაა, რომელთა სამიზნე რუსეთის ეკონომიკა, ფინანსური, ინფრასტრუქტურული, სახელმწიფო სერვისები, ასევე მსხვილი გადამხდელების საქმიანობაა.

banner
წინა სტატიაში“პოზიცია გახდა სრულიად არაადეკვატური, როგორც რწმუნებულისა, პირადად, მერის და მერიის მიმართ!”-წალენჯიხის მერია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაუკრაინელები ბახმუტისკენ წარმატებით მიიწევენ – გენერალი სირსკი