უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი – თუ რუსეთი უკრაინის პორტების ბლოკირებას გააგრძელებს, მსოფლიოს სურსათის კრიტიკული დეფიციტი ემუქრება

თუ რუსეთი უკრაინის პორტების ბლოკირებას გააგრძელებს, მსოფლიოს სურსათის კრიტიკული დეფიციტი ემუქრება, – ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა.

მისი თქმით, უკრაინა და მისი მოკავშირეები ეძებენ გზებს ქვეყნიდან 22 მილიონი ტონა მარცვლეულის გასატანად მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქვეყნის სამხრეთ სანაპირო ზოლის დიდი ნაწილი დაიპყრო.

კუბრიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტი ახლა აკონტროლებს ძირითად სატრანსპორტო მარშრუტებს შავ ზღვაში, ბლოკავს უკრაინულ ტვირთებს და საფრთხეს უქმნის ათობით მილიონ ადამიანს, რომლებიც უკრაინის მარცვლეულზე არიან დამოკიდებულები.

„რუსებს არ აინტერესებთ ხალხის სიცოცხლე აფრიკაში. ისინი ეუბნებიან მათ: „ჩვენ არ ვზრუნავთ თქვენზე. ჩვენ მხოლოდ სანქციები გვაწუხებს ჩვენს წინააღმდეგ. ახლა თქვენ მძევლები ხართ“, -განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა ხარკოვის რეგიონში რუსი ოკუპანტების საკომუნიკაციო სადგური გაანადგურეს
შემდეგი სტატიაგანათლებით ექიმი არაა, მსგავსი გადაწყვეტილება ექიმებმა უნდა მიიღონ – მიხეილ სააკაშვილის ძმა ბრეგაძეზე