უკრაინული მედიის ცნობით, შვედეთის მთავრობამ უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით დაახლოებით 40 მილიონი შვედური კრონი (3,7 მილიონი დოლარი) გამოყო.
როგორც შვედეთის მთავრობის პრესსამსახურში ამბობენ, სტოკჰოლმი ამ მხარდაჭერას გაეროს კვების პროგრამის მეშვეობით უზრუნველყოფს.
ცნობისთვის, დეკემბერში შვედეთმა უკრაინელების მხარდასაჭერად 1,4 მილიარდი კრონი გამოყო. გასულ კვირას კი შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ ჯონსონმა დაადასტურა, რომ NATO-ში საბოლოო გაწევრიანების შემდეგ, ქვეყანა არ გამორიცხავს, რომ უკრაინას თავისი Gripen-ები (გამანადგურებელი თვითმფრინავები) მიაწოდოს.