რატი მელაძე უკრაინის მიერ რუსეთის სტრატეგიული ავიაციის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის შედეგებს აანალიზებს და მის საბოლოო შედეგებს აქვეყნებს:
“უკრაინის გენშტაბმა მხოლოდ 12 რუსული თვითმფრინავის განადგურება დაადასტურა. უკრაინის გენშტაბმა დღეს განაახლა მოწინააღმდეგის დანაკარგების მონაცემები სადაც ახალგანადგურებული თვითმფრინავების გრაფაში ვხედავთ +12-ს.
მანამდე უკრაინის უშიშროება აცხადებდა, რომ ოპერაცია „ობობის ქსელის“ შედეგად განადგურდა 41 თვითმფრინავი. განადგურებულ ობიექტებს შორის დასახლედა სტრატეგიული ბომბდამშენები Ту-95, Ту-22 М3 და Ту-160, ასევე მფრინავი რადარი А-50.
თავად რუსეთის თავდაცვამ პირველსავე დღეს აღიარა მხოლოდ „რამდენიმე თვითმფრინავის განადგურება“. მოგვიანებით მედიამ კრემლის ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, 10 განადგურებულილ თვითმრინავის შესახებ გაავრცელა ცნობები.
რუსეთის თავდაცვასთან დაახლოებულმა და ყველაზე ავტორიტეტულმა მილიტარი ტელეგრამ-არხმა „რიბარმა“ დაასახელა 13 განადგურებული საფრენი აპარატი. OSINT-ანალიტიკოსები კი ვიდეო და თანამგზავრულ ფოტო-მასალაზე დაუყრდნობით დადასტურებულ დანაკარაგებს აფასებენ 13-იდან 15 აპარატამდე.
შესაბამისად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „პაუტინას“ შედეგად დადასტურებულად განადგურდა რუსეთის სტრატეგიული ავიაციის ნომინალური რაოდენობის 10%-ზე მეტი. რეალური პროცენტული მაჩვენებელი უფრო მეტია, რადგან „ნომინალურ რაოდენობაში“ ითვლება არაბრძოლისუნარიანი ბომბდამშენებიც, რომლებსაც შლიან და ნაწილებად იყენებენ. სამივე ტიპის ბობმდამშენები პრაქტიკულად აღარ იწარმოება და „კანიბალიზმი“ გავრცელებული პრაქტიკაა. შეჩერებული წარმოების გამო რუსებისთვის ეს დანაკარგები არ ექვემდებარება აღდგენას.
ამავე დროს, ამ დანაკარგებს არ ექნება მნიშვნელოვანი გავლენა რუსეთის ბირთვულ ტრიადაზე, რადგან მათი სტრატეგიული ბირთვული არსენალის ძირითადი ნაწილი თავმოყრილია საზღვაო და სახმელეთო ბაზირების ბალისტიკურ რაკეტებზე. „პაუტინა“ ასევე ვერ მოახდეს დიდ გავლენას უკრაინის ფრთოსანი რაკეტებით დაობიმბვებზე, რადგან ამ ოპერაციებში, როგორც წესი მხოლოდ 10-მდე ბომბდამშენი მონაწილეობს.
მიუხედავად ამისა, „პაუტინა“ რუსეთის სამხედრო ისტორიაში შევა როგორც შავი დღე. ეს უკრაინის ომში რუსეთის ყველაზე მასშტაბური ერთდჯერადი დანაკარგებია და ზარალი უფრო მასთაბურია ვიდრე კრეისერ „მოსკოვის“ დაკარგვა. ამ ოპერაციამ გამოაშკარავა, რომ ის აეროდრომები, სადაც დისლოცირებულია სტრატეგიული ავიაცია დაცულია მხოლოდ დიდი მანძილით უკრაინიდან”, – წერს რატი მელაძე.