უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად ანდრეი გნატოვი დაინიშნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი წერს.
გნატოვმა აღნიშნულ თანამდებობაზე ანატოლი ბარგილევიჩი ჩაანაცვლა. ბარგილევიჩი კი თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექტორად დაინიშნა.
„ჩემი წარდგენით, უკრაინის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად დანიშნა გენერალ-მაიორი გნატოვი ანდრეი ვიქტოროვიჩი. მას აქვს 27 წელზე მეტი ხნის სამხედრო გამოცდილება, მეთაურობდა საზღვაო ბრიგადას, ოპერატიული სარდლობის „აღმოსავლეთის“ ჯარებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ ძალებს“, – წერს უმეროვი.