უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში დონბასში რუსი ოკუპანტების რვა შეტევის მოგერიება შეძლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის არმიის მთავარი სამიზნე კვლავ ლუგანსკის ოლქის დასახლებებია, რომელთა დაკავებასაც ის უშედეგოდ ცდილობს.

როგორც სამხედროები ამბობენ, ბოლო 24 საათში მათ შეძლეს დონბასში რუსი ოკუპანტების რვა შეტევის მოგერიება. განადგურებულია ოთხი ტანკი, ექვსი ჯავშანტრანსპორტიორი, ოთხი საბრძოლო მანქანა და ერთი საარტილერიო სისტემა.

მათივე ცნობით. ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში რუსული ძალები გამაგრებას ცდილობენ, ავსებენ საწვავის მარაგს და უპილოტო საფრენი აპარატებით დაზვერვას ატარებენ.

ამავე დროს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთი აგრძელებს სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს უკრაინის დასახლებული პუნქტების ინფრასტრუქტურაზე.

banner
წინა სტატიაშიმოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა გეორგიევსკის ლენტის, ასევე Z და V სიმბოლოების გამოყენების აკრძალვის შესახებ კანონპროექტს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ პასექის უდიდეს დღესასწაულს, ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად, ვუერთდები თქვენს საზეიმო განწყობას