უკრაინის გენშტაბის ცნობით, როსტოვის ოლქში რუსულ სარაკეტო კომპლექსს დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ოთხშაბათს ღამით უკრაინელმა სამხედროებმა როსტოვის ოლქის სოფელ ნოვოშახტინსკთან იერიში მიიტანეს რუსების S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემაზე.

გენერალური შტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ S-300 სისტემები გამოიყენებოდა რუსი სამხედროების მიერ უკრაინის ქალაქების დასაბომბად.

როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბევმა ღამით განაცხადა, რომ „საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რაკეტა როსტოვის ოლქის დასავლეთით“ და ამტკიცებდა, რომ „წინასწარი მონაცემებით, ფრაგმენტების ჩამოვარდნას მსხვერპლი და ნგრევა არ მომხდარა“.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – ჩვენი ერთიანობის გამარჯვება ნიშნავს აშშ-სთან უვიზო მიმოსვლას, მეტ ინვესტიციას, სამუშაო ადგილს, დიდ ბრენდებს, რომელსაც შემოვიყვანთ
შემდეგი სტატიარუსული მხარის ცნობით, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა