უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მათი შეიარაღებული ძალები აგრძელებენ შეტევას მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით, სადაც ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს. ასევე, აგრძელებენ უკრაინის თავდაცვას ქვეყნის აღმოსავლეთითა და სამხრეთით.
როგორც უწყების დილის ანგარიშში ვკითხულობთ, გასული დღის განმავლობაში რუს ოკუპანტებთან 24 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
“ბახმუტის მიმართულებით მტერი წარუმატებლად ცდილობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის გარღვევას დონეცკის ოლქის იაგიდნისა და ბოჰდანივკას რაიონებში. თავის მხრივ, თავდაცვის ძალებმა წარმატებით მიაღწიეს დონეცკის ოლქის კლიშჩიივკას რაიონში,” – ნათქვამია ანგარიშში.
გენშტაბის თქმითვე, მელიტოპოლის მიმართულებით თავდაცვის ძალები საოკუპაციო ჯარებს მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ და მტერს დაკავებული პოზიციების დატოვებას აიძულებენ.
“შეტევითი მოქმედებების შედეგად, თავდაცვის ძალებმა ნაწილობრივი წარმატება მიაღწიეს ზაპოროჟიეს რეგიონის ვერბოვოისა და ნოვოპროკოპივკას ოლქებში, მათ განდევნეს მტერი დაკავებული პოზიციებიდან,” – იტყობინება გენერალური შტაბი.