უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ 28 აგვისტოს ღამით თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამ სამიზნეზე – ორ ნავთობბაზას როსტოვისა და კიროვის ოლქებში, ასევე, ვორონეჟის ოლქში რუსული ჯარების დაჯგუფება “დასავლეთის” საველე საარტილერიო საცავზე.
თავდასხმის შემდეგ ხანძარ გაჩნდა როსტოვში “როსრეზერვის” ქარხანა “ატლასის” ტერიტორიაზე, დარტყმა იყო კიროვის ოლქში “ზენიტის” ნავთობის საცავზეც.
უწყება ამბობს, რომ შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაცია ზუსტდება.