უკრაინის გენშტაბი – უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკსა და ლუგანსკში 10 შეტევა მოიგერიეს, დაღუპულია 250 ადამიანი

უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ოკუპანტების 10 შეტევა მოიგერიეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განადგურდა რუსული ძალების 6 ტანკი, 8 ჯავშანტექნიკა, 15 მანქანა და ოთხი საარტილერიო სისტემა. გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსული ძალები მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან.

“გასულ ღამეს რუსეთის 58 არმიის შემადგენლობაში შემავალი 136-ე მოტომსროლელმა ბრიგადის ტაქტიკურმა ქვედანაყოფმა კურახოვსკის მიმართულებით მოქმედების დროს დიდი მსხვერპლი განიცადა (250 ადამიანი) და ასევე განადგურდა მათი 10 ერთეულ სარაკეტო და საარტილერიო სისტემა,“-ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 20 აპრილს ნოვოაიდარის საავადმყოფოში გადაიყვანეს 220 დაჭრილი რუსი სამხედრო და 50 დაღუპულის ცხედარი.

banner
წინა სტატიაშიმოვუწოდებ მსოფლიო თანამეგობრობას, რეაგირება მოახდინოს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე! – დენისოვა
შემდეგი სტატიაუკრაინელ ჯარისკაცებს ბრიტანეთში წვრთნები უტარდებათ – ჯონსონი