უკრაინის გენშტაბი – უკრაინელი მებრძოლები აგრძელებენ წინსვლას მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალები კონცენტრირებული არიან სამი მიმართულებით შტურმზე.

ბოლო დღე-ღამეში მომხდარი 18 საბრძოლო შეტაკებიდან 60 ავდეევკას, მარინკასა და კუპიანსკის მიმართულებით მოხდა. როგორც უკრაინელი სამხედროები ამტკიცებენ, რუსების ყველა შეტევა მოგერიებულია.

ამასთან, უკრაინელი მებრძოლები აგრძელებენ წინსვლას მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით. გრძელდება საბრძოლო შეტაკებები ხერსონთანაც, სადაც უკრაინელი სამხედროები მტრის ზურგში დისლოცირებულ ძალებს ურტყამენ.

უკრაინის დაზვერვა ავრცელებს ცნობას, რომ რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქიდან შესაძლო უკან დახევის შემთხვევაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის აფეთქებას აპირებს და ამ მიზნით სხვადასხვა ობიექტზე ნაღმებს ამონტაჟებენ.

banner
წინა სტატიაშიბუჩუკური – გვაქვს „ოცნებისგან“ გამოჟონილი ინფორმაცია, რომ „გორბით“ ჩაატარეს კვლევა და მათი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა
შემდეგი სტატიაქადაგიშვილი – 7 ნოემბერი იყო უსასტიკესი დარბევა არა მარტო ერთი კონკრეტული მიტინგის, არამედ იყო საქართველოს დარბევა საკუთარი ხელისუფლების მიერ