უკრაინის გენშტაბი – რუსულმა ჯარმა 50 საავიაციო დარტყმა განახორციელა, თავდაცვის ძალებმა 16 „შაჰედი“ ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა ავიაციამ რუსული ჯარის პირადი შემადგენლობის კონცენტრირების რაიონებზე 13 დარტყმა განახორციელა და ერთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი გაანადგურა.

უწყების ცნობით, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატები “Shahed-136/131” და საზენიტო მართვადი რაკეტები გამოიყენა.

„რუსულმა ჯარმა 50 საავიაციო დარტყმა განახორციელა, თავდაცვის ძალებმა 16 „შაჰედი“ ჩამოაგდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 237 180 სამხედრო დაკარგა
შემდეგი სტატიამედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს