უკრაინის გენშტაბი – რუსი ოკუპანტები ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკირებას აგრძელებენ, წარუმატებელი აღმოჩნდა ოკუპანტების შეტევა რამდენიმე დასახლების მიმართულებით

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ოკუპანტები ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკირებას აგრძელებენ. მათივე ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ასევე სცადეს ჯარის განლაგება ზავოდის, დმიტროვკასა და დიბროვნის სოფლებში, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს და უკან დაიხიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, ოკუპანტები დონეცკისა და ტავრიჩესკის მიმართულებით საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენას ცდილობენ და მარაგს ავსებს. რუსები ქვედანაყოფების ტაქტიკური პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობენ. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ოკუპანტები სევერსკოვისა და პაკროვსკოვის დაბომბვას აგრძელებენ.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული იყო ლიმანის, კრემენნაის, პაპასნაისა და რუბეჟნოეს დასახლებულ პუნქტებზე, თუმცა რუსების ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტის 12 შეტევა მოიგერიეს, განადაგურებულია ათი ტანკი, 15 ჯავშანტექნიკა და ხუთი საარტილერიო სისტემა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლიდან ათასობით ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის ხუთი ათასი ბავშვია
შემდეგი სტატიაუკრაინული მედია – რუსებმა ლვოვზე ხუთი სარაკეტო იერიში განახორციელეს