რუსეთმა უკრაინაში, დაახლოებით, 300 810 ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის 870 – ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
გენერალური შტაბის ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინაში შეჭრიდან დღემდე რუსეთის დანაკარგები მოიცავს: 5 211 ტანკს, 9 804 ჯავშანტექნიკას, 9 590 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 7 227 საარტილერიო სისტემას, 844 მრავალჯერად სარაკეტო სისტემას, 562 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 321 თვითმფრინავს, 324 ვერტმფრენს, 5 440 უპილოტო საფრენ აპარატს, 20 გემს/კატერს და 1 წყალქვეშა ნავს.