რუსეთმა ბოლო 24 საათში უკრაინასთან ომში 1 290 ჯარისკაცი დაკარგა.
ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს და წერს, რომ ამავე პერიოდში ოკუპანტების დანაკარგებია – 8 ტანკი; 10 ჯავშანტექნიკა; 93 საარტილერიო სისტემა; 2 ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემა; 2 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 2346 დრონი; 8 უპილოტო სახმელეთო სისტემა; 475 ერთეული ავტომობილი და საწვავის ტანკერი და 2 სპეციალური აღჭურვილობა.


















