უკრაინის გენშტაბი – რუსეთის საოკუპაციო ძალები პოზიციებს ამაგრებენ ლისიჩნსკში და ამზადებენ შეტევას სლავიანსკის მიმართულებაზე

რუსეთის საოკუპაციო ძალები პოზიციებს ამაგრებენ ლისიჩნსკში და ამზადებენ შეტევას სლავიანსკის მიმართულებაზე, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის არმიის გენშტაბის ანგარიშში.

გავრცელებული ცნობით, რუსმა სამხედროებმა მდინარე ჩრდილოეთის დონეცი გადალახეს და კრამატორსკის მიმართულებაზე საარტილერიო მომზადება გაიარეს. რაც შეეხება დონეცკის ოლქს, უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ჯარმა ძირითადი ძალისხმევა მიმართა უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების სევერსკის-ფედოროვკა-ბახმუტის ხაზამდე თანდათან შევიწროებაზე.

პარალელურად, ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსული ჯარები ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკის აღების შემდეგ, სავარაუდოდ, საკუთარ ძალებს დონეცკის ოლქის აღებაზე მიმართავენ.

banner
წინა სტატიაშიდაახლოებით 36 200 ჯარისკაცი, 1 589 ტანკი – რუსი ოკუპანტების დანაკარგი
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – მინდა ყველა აბიტურიენტს წარმატება ვუსურვო ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე – ცოდნა, ყველაზე ძლიერი იარაღია