უკრაინის გენშტაბი – რუსეთის ქვედანაყოფებმა პოპასნაიას მიმართულებით პირადი შემადგენლობის მინიმუმ 50% დაკარგეს

პოპასნაიას მიმართულებით მე-8 გაერთიანებული შეიარაღებული არმიის 150-ე მოტომსროლელი დივიზიის ცალკეულმა ქვედანაყოფებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

გენშტაბის ცნობით, აღნიშნული მიმართულებით რუსულმა ქვედანაყოფებმა პირადი შემადგენლობის მინიმუმ 50% დაკარგეს, განადგურდა მათი იარაღი და აღჭურვილობა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობა დემორალიზებულია, რაც განპირობებულია მათი როტაციის გამუდმებით გადადებით. ეს იწვევს პერსონალის უარს საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე.

ამასთან, გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკსა და ლუგანსკში, გასული დღის განმავლობაში, მტრის 5 შეტევა მოიგერიეს.

„განადგურებულია მტრის 5 ტანკი, 3 საარტილერიო სისტემა და ორი საბრძოლო ჯავშანმანქანა. საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა „ორალ 10“ ტიპის 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიბრიტანულმა BCR Publishing-მა თიბისი ადგილობრივი ფაქტორინგის საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა
შემდეგი სტატიამედვედევი უკრაინა-საქართველოს ოკუპირებულ მიწებზე: შეერთების ნებას ვერ უგულებელვყოფთ