21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის დანაკარგებმა 1.52 მილიონს გადააჭარბა

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ რუსეთის სამხედროების საერთო დანაკარგმა 1 522 440 ადამიანი შეადგინა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, აღნიშნულ მაჩვენებელში შედიან როგორც დაღუპული, ისე დაჭრილი რუსი სამხედროები.

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 560 სამხედრო და 1 426 დრონი დაკარგა. დანაკარგებს შორისაა 1 426 დრონი, 380 ავტომობილი და ავტოცისტერნა, 32 საარტილერიო სისტემა, 3 ტანკი და 13 საბრძოლო ჯავშანმანქანა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მხარეს გადასული ოფიცერი მოკლა
შემდეგი სტატიაპირველკლასელების  სასკოლო ფორმებზე  თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები  გრძელდება