უკრაინის გენშტაბი – რუსეთი ხერსონში ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით მობილიზებას გეგმავს

An armed man stands by the remains of a Russian military vehicle in Bucha, close to the capital Kyiv, Ukraine, Tuesday, March 1, 2022. Russia on Tuesday stepped up shelling of Kharkiv, Ukraine's second-largest city, pounding civilian targets there. Casualties mounted and reports emerged that more than 70 Ukrainian soldiers were killed after Russian artillery recently hit a military base in Okhtyrka, a city between Kharkiv and Kyiv, the capital. (AP Photo/Serhii Nuzhnenko)

ხერსონის ოლქში რუსი დამპყრობლები უკრაინასთან ომისთვის მოსახლეობის იძულებითი მობილიზაციის ორგანიზებას გეგმავენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„ამავდროულად, რუსმა ოკუპანტებმა განიზრახეს, მთლიანად შეაჩერონ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან რეგიონის ჰუმანიტარული მხარდაჭერა. რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის მოსახლეობის ტერორი გრძელდება.

ხერსონის ოლქის სოფელ ზოლოტა ბალკაში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ „მწვანე დერეფნები“ აღარ იქნება და აუკრძალეს ხალხს დასახლების დატოვება. გარდა ამისა, მათ გააფრთხილეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მიერ მათი პოზიციების დაბომბვის შემთხვევაში, რუსი დამპყრობლები დასახლების დაბომბვას დაიწყებენ. რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ბინების პატრულირებას და ჩხრეკას,“- ნათქვამია ანგარიშში.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალების ოთხი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, მათ შორის სამი უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი ფრთოსანი რაკეტა.

ამასთან, ბოლო 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მოწინააღმდეგის 9 შეტევა მოიგერიეს.

„უკრაინულმა ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მტრის ცხრა შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს ერთი ტანკი, ათი ჯავშანტექნიკა და ორი მანქანა, ერთი საარტილერიო სისტემა, ორი სპეციალური საინჟინრო ქვედანაყოფი, საზენიტო-სარაკეტო სისტემა და მტრის საბრძოლო მასალის საცავი,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება – პუტინი
შემდეგი სტატიარუსეთმა გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდებას, უკრაინაში სააღდგომო დღეებში ჰუმანიტარული პაუზა აეღოთ, უარით უპასუხა