17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

უკრაინის გენშტაბი: ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სამი ობიექტი დაზიანდა

უკრაინის გენშტაბის ცნობით, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სამ ობიექტს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს დაარტყეს.

უწყების ცნობით, თავდაცვის ძალებმა ასევე დაარტყეს რუსეთის კუთვნილ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს Buk-M3-ს, სარადარო სადგურ Nebo-U-ს და დრონების მწარმოებელ ობიექტს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

გენშტაბის განმარტებით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა კაპოტნიას რაიონში მდებარე მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წლიური სიმძლავრე დაახლოებით 12 მილიონი ტონა ნავთობია. გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქარხანა რუსეთის არმიის მომარაგებაში მონაწილეობს.

გარდა ამისა, ზაპოროჟიეს ოლქში, უკრაინკას რაიონში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რუსეთის კუთვნილი Buk-M3 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, ხოლო დონეცკის ოლქში, ბალკასთან ახლოს Nebo-U რადარი.

ამასთან, ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ სევერსკო-დონეცკის რაიონში ასევე განადგურდა რუსული უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების ობიექტი.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, ბაგრატიონისა და შარტავას ქუჩების კვეთაზე ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს
შემდეგი სტატიასასწავლო წლის დაწყებიდან სამ დღეში წყალტუბოს №2 საჯარო სკოლაც დაიკეტა