უკრაინის გენშტაბი – ბოლო დღე-ღამეში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის 18 შეტევის მოგერიება შეძლეს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 18 შეტევის მოგერიება შეძლეს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსი სამხედროები განაგრძობენ შეტევით ოპერაციებს დონბასში, ხარკოვის სიახლოვეს კი ისმოდა სროლის ხმა.

მათივე ცნობით, უკრაინულმა მხარე ბოლო დღე-ღამეში 100 საარტილერიო გასროლა განახორციელა. როგორც უკრაინის გენშტაბში ამბობენ, უკრაინელი სამხედროების მიერ განადგურებულია 13 ტანკი, 27 ჯავშანმანქანა, რვა საარტილერიო დანადგარი, ასევე საბრძოლო ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატები.

გენშტაბის ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქში რუსეთის არმია კონცენტრირებულია დასახლება რუბეჟნოეს დაკავებაზე, ასევე რუსები შეტევას აგრძელებენ ლიმანის მიმართულებით და ცდილობენ, გამაგრდნენ ალექსანდროვკაში.

როგორც გენშტაბში აცხადებენ, სამხრეთით, სევერდონეცკის მიმართულებით რუსეთის წინსვლა შეჩერებულია. ასევე, რუსი სამხედროები კვლავ ცდილობენ მარინკას მიმართულებით გადაადგილებას.

ზაპოროჟიეს, ხერსონის და ნიკოლაევის ოლქებში ისმოდა აფეთქებების ხმა. დონეცკის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე ოლქში დაღუპულია 356 მშვიდობიანი მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშიბრეგაძე – სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ვერც ვერავინ შემოდის ციხეში და ვერც ვერავინ გადის
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ ზრუნავს მეტწილად საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებზე და არა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე – ბრეგაძე