უკრაინის გენპროკურორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს სახელზე გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა – 7 ნოემბერს გენპროკურორის პრეს-მდივანმა ლარისა სარგანმა გაავრცელა. “დიახ, მან განცხადება გააკეთა” – მას უკრაინული მედია ციტირებს.
ლუცენკომ 6 ნოემბერს უკრაინის უმაღლესი რადას სხდომაზე განაცხადა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას დღის ბოლომდე დაწერს, მან, ასევე, დეპუტატებს სთხოვა, რომ განცხადება კვირის ბოლომდე განიხილონ. ლუცენკოს განცხადებით, ის არ აპირებს მოითმინოს სამართალდამცველების მუშაობაში ჩარევა, რომელიც გამოწვეულია უკრაინელი აქტივისტის ეკატერინა გაძიუკის სკანდალური გარდაცვალების გამო.
ამის შემდეგ, რადაში ლუცენკოს გადაყენების საკითხზე სარეიტინგო კენჭისყრა გაიმართა, თუმცა, ლუცენკოს შეცვლას მხარი 38-მა დეპუტატმა დაუჭირა, 116 კი წინააღმდეგი წავიდა – “დოიჩე ველე” წერს.
უკრაინელი სამართალდამცველების მისამართით უკვე არა ერთხელ გაიჟღერა ბრალდებამ აქტივისტებზე თავდასხმების გამოუძიებლობის გამო. პროტესტი გამწვავდა ხერსონის საქალაქო საბჭოს თანამშრომლის, აქტივისტ ეკატერინა გაძიუკის საქმის გამო. მას სამი თვის წინ უცნობმა პირებმა გოგირდმჟავა გადაასხეს, რამაც სხეულის 40%-ის დამწვრობა გამოიწვია. ეკატერინა გაძიუკი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ამ ხნის მანძილზე ის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ზოიძე : შეიძლება შეცდომები იყო, მაგრამ იდეალური კანდიდატი გვყავს
შემდეგი სტატიასაბერძნეთი ეკლესიის მსახურებს სახელმწიფო მოხელის სტატუსს შეუჩერებს