უკრაინის გენპროკურორის თქმით, სააკაშვილს არც დაპატიმრება და არც ექსტრადირება ემუქრება

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, 10 სექტემბერს საზღვარზე მომხდარი ინციდენტის გამო, “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს ქვეყნიდან არ გააძევებენ და არც დააპატიმრებენ – იუწყება „ინტერფაქსი“.

“მე, როგორც გენერალური პროკურორი, მკაფიოდ გეუბნებით: სააკაშვილს არ დააკავებენ ამ საქმის გამო, სააკაშვილი ვერ იქნება ექსტრადირებული ამ ქვეყნიდან, სანამ მას გააჩნია ბინადრობის მოწმობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც მან წარადგინა” – განაცხადა ქვეყნის გენპოკურორმა.

იური ლუცენკო ასევე აღნიშნავს, რომ იმ პირებს, ვინც სააკაშვილი საზღვარზე გადაიყვანა, სისხლის სამართლის კუთხით პრობლემები ექნებათ, თუმცა მათ არ დააპატიმრებენ. ხოლო პირებს, რომელთაც უკრაინელი მესაზღვრეებს სცემეს, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ელით. გენერალური პროკურორის განცხადებით, ეს პოლიტიკოსებისთვის დასამახსოვრებელი უნდა იყო.

“შეიძლება მიტინგები გამართო, საჭიროც კი არის, თუმცა ამასთან, არ შეიძლება უკრაინის საზღვრის დამცველი ჯარისკაცების ცემა” – აცხადებს იური ლუცენკო.

მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ივლისში ჩამოართვა. 10 სექტემბერს კი, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი მხარდამჭერებთან ერთად გადაკვეთა. ინციდენტის შედეგად, 13 პოლიციელი და 9 მესაზღვრე დაშავდა.

banner
წინა სტატიაშითბილისში საკანცელარიო მაღაზიის გაქურდვასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაშსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო