უკრაინის გენპროკურორი ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს

იმედი მაქვს, მერაბიშვილთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას ხელისუფლება რევოლუციის გარეშე მიიღებს - იური ლუცენკო

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო ადასტურებს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი, პარტია Рух нових сил”-ის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დააკავებულია. ამის შესახებ იგი წერს “ფეისბუკის” პირად გვერდზე.
ლუცენკო აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება მოხდა კიევში, ოტრადნაიას ქუჩაზე. დაკავებული მოთავსებულია დროებითი მოთავსების იზოლატორში. შეგახსენებთ, პირველად ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ გაავრცელა უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ “ფეისბუკის” პირად გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი დააკავეს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის დაკავება ერთ-ერთი მოქმედი ჩინოვნიკის ბინაში მოხდა