უკრაინის გენერალური შტაბის უფროსი აცხადებს, რომ კურსკის ოლქში 11 000-ზე მეტი ჩრდილოეთკორეელი სამხედრო იმყოფება და მათ უკვე მიიღეს მონაწილეობა უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში

რუსეთის კურსკის ოლქში 11 000-ზე მეტი ჩრდილოკორეელი სამხედრო იმყოფება და მათ უკვე მიიღეს მონაწილეობა უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანატოლი ბარგილევიჩი აცხადებს.

ბარგილევიჩის თქმით, ჩრდილოეთკორეელი სამხედროები, რომლებიც რუსეთმა კურსკში გაგზავნა, საერთო-საჯარისო ქვედანაყოფები არიან.

„ისინი შორეული აღმოსავლეთის მკვიდრი მოსახლეობის სახელით არიან, შესაბამისი დოკუმენტებით შენიღბული. მომზადებული არიან ევროპულ ნაწილში ოპერაციების საწარმოებლად“, – აღნიშნა ბარგილევიჩმა.

შეგახსენებთ, მანამდე სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვა იტყობინებოდა, რომ ჩრდილოკორეელი სამხედროები, რომლებიც ადრე რუსეთში გაგზავნეს, იმყოფებიან კურსკის ოლქში და უკვე აწარმოებენ საბრძოლო მოქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშიოლიგარქი ივანიშვილი პარლამენტში მივიდა
შემდეგი სტატიამიხაელ როთი – გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს