უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული “სუ-25” ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ღამის მონაცემებით, 22 მაისს უკრაინის თავდაცვის ძალებმა პოკროვსკის მიმართულებით რუსული თვითმფრინავი “სუ-25” ჩამოაგდეს.

“პოკროვსკის მიმართულებით თავდასხმების რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. კერძოდ, მტერი ცდილობს შეაღწიოს ჩვენს საბრძოლო ფორმირებებში თავდასხმის ჯგუფებითა და აღჭურვილობით. ვითარება კვლავ დაძაბულია – გრძელდება სამხედრო შეტაკება ცხრა მიმართულებაზე. არსებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსული თავდასხმის თვითმფრინავი Су-25”, – ამბობს უწყება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში, რუსეთთან ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა
შემდეგი სტატიავენეციის კომისიის წევრი: როცა მოსაზრება შემუშავდა, ოცნებას გაეგზავნა, მაგრამ არ გვიპასუხეს