უკრაინის გენერალური პროკურორი დავარწმუნე გერმანიის სრულ მხარდაჭერაში – ბერბოკი

მე უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა დავარწმუნე გერმანიის სრულ მხარდაჭერაში, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ბუჩაში იმყოფებოდა, ,,ტვიტერის” გვერდზე დაწერა.

,,ჩვენ შევაგროვებთ მტკიცებულებებს, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა. მე უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა დავარწმუნე გერმანიის სრულ მხარდაჭერაში, ომის დანაშაულების მოგვარებაში: პოლიტიკური, ფინანსური და აშ. თვალსაზრისით”, – წერს მინისტრი.

ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ ბუჩა წარმოუდგენელი დანაშაულების, წამების, გაუპატიურებისა და მკვლელობების სიმბოლო გახდა.

,,ჩვენ არ შეგვიძლია, გადარჩენილებს ტკივილი მოვხსნათ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სამართლიანობის უზრუნველსაყოფად ყველაფერი გავაკეთოთ: არავის უნდა სჯეროდეს, რომ მათ დანაშაულის ჩადენა შეუძლიათ, შედეგის გარეშე”, – აღნიშნა ბერბოკმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ქადაგიშვილი რომან გოცირიძეს: „სამწუხაროდ, ჩვენ აქ ყოველდღიურად ვუყურებთ ფარისევლობის, პოლიტიკური წარსულის, აწმყოს და მომავლის დამახინჯების უპრეცენდენტო სურათებს“
შემდეგი სტატიაირაკლი ქადაგიშვილი: საპატიმროში არის ყველა პირობა, რომ ადამიანმა, თუ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა აქვს, იმკურნალოს და შესაბამისი სხვა სერვისები მიიღოს