უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი 72 მკმ-მდე შემცირდა – Reuters

გაზპრომი უკრაინის გავლით, ევროპას რუსეთი გაზის მიწოდებას კვლავ განაგრძობს, თუმცა მოთხოვნის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გაზპრომის განცხადებით, ევროპა რუსული გაზით კვლავ სარგებლობს, მაგრამ წინა პერიოდთან შედარებით ბუნებრივი აირის მიწოდება საგრძნობლად შემცირდა, მიზეზად კი უკრაინული მხარის განცხადება დასახელდა, რომლის თანახმადაც ერთ-ერთი გამშვები პუნქტი რუსული გაზისთვის ჩაიკეტა, იუწყება გამოცემა.

გაზპრომი არ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენად საკმარისად მიეწოდება რუსული გაზი ევროპას და აკმაყოფილებს თუ არა ეს ევროპული ბაზრის მოთხოვნას.

banner
წინა სტატიაშიDRI მხარს უჭერს განათლების უფლებით სარგებლობის მოთხოვნით დაწყებულ სტუდენტურ პროტესტს
შემდეგი სტატიაამორალურია, სისტემის ავტორი, რომელშიც პატიმრებს კლავდნენ და აუპატიურებდნენ, სამკურნალოდ გადაყვანაზე პირობებს აყენებს – მდინარაძე