2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

“უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ევროპაში ომს მოიტანს” – ვიქტორ ორბანი

ვოლოდიმირ ზელენსკის გეგმა თეორია არ არის, ეს რეალობაა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს.

ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ღიად მოითხოვს 2027 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას და ამას სამხედრო უსაფრთხოების გარანტიად მიიჩნევს.

ამასთან, მისივე თქმით, უკრაინის სამხედრო ლიდერები უნგრეთის მისამართით მუქარებს ავრცელებენ.

„უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არა მშვიდობას, არამედ ევროპაში ომს მოიტანს. ეს საკამათო საკითხი არ არის. უნგრეთი საკუთარი უსაფრთხოებისთვის საფრთხეს არ დააფინანსებს, არ შეაიარაღებს და ლეგიტიმაციას არ მისცემს“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა ტექნიკურად მზად იყოს 2027 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

banner
წინა სტატიაშიბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს
შემდეგი სტატია“ეს პუტინსაც არ გაუბედავს” – “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორი ფაკულტეტების განაწილებაზე