უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი – რუსულმა ძალებმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის 5 ოლქში დაარტყეს

რუსულმა ძალებმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის 5 ოლქში დაარტყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, გერმან გალუშჩენკო ავრცელებს.

გერმან გალუშჩენკოს ცნობით, შაბათს ღამით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, კიროვოგრადისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშები განახორციელეს.

მისივე თქმით, თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად სპეციალისტები ადგილზე მუშაობენ.

ასევე, ვინიცის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ბორზოვის განცხადებით, შაბათს ღამით ვინიცის ოლქში, რუსული დრონის ჩამოგდების შედეგად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 35 რაკეტა და 46 დრონი ჩამოაგდეს
შემდეგი სტატიამდინარაძე – ორმა ფაშისტმა, ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ, ბინძური ანონსი გააკეთეს ჩემი მშობლების და ძმის კუთვნილ სახლზე