უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით, საელჩო სამწუხაროდ, ინფორმაციას არ ფლობს

საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ნაზაროვის განცხადებით, უკრაინაში დაკავებული ვიცე-პოლკოვნიკის გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიურ მისიას არ დაკავშირებია.

„სამწუხაროდ, საელჩო არ ფლობს ინფორმაციას, რადგან რამდენადაც ჩემთვის მასობრივი საინფორმაციო საშუალებებიდან არის ცნობილი, საქმე გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ორგანოების დაქვემდებარებაშია. რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მას ამ საკითხზე უკრაინის საელჩოსთვის ამ დროის მონაცემებით, ოფიციალურად არ მოუმართავს“, – განაცხადა გიორგი ნაზაროვმა.

აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე გია ცერცვაძე რუსეთის მოთხოვნით, ერთი კვირის წინ დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა 13 წლის შემდეგ, გასული წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ცერცვაძის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის მიზნით დაკავებასთან დაკავშირებით, უკრაინის პროკურატურასთან კომუნიკაცია განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო
შემდეგი სტატიალარი კვლავ გაუფასურდა