უკრაინის ეკლესიებში ღვთისმსახურების დროს ტაძრებში ყოფნის უფლება მხოლოდ სასულიერო პირებსა და მგალობლებს ეძლევათ

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ღვთისმსახურების დროს ტაძრებში ყოფნის უფლება მხოლოდ სასულიერო პირებსა და მგალობლებს ეძლევათ. მიღებული გადაწყვეტილებით, მრევლს ლოცვაში მონაწილეობის შესაძლებლობა დისტანციური საკომუნიკაციო არხების საშუალებით მიეცემა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით, სასულიერო პირები სახლებში აზიარებენ მორწმუნეებს, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მრევლს კი სასულიერო პირები, სურვილის შემთხვევაში, ჰოსპიტალშიც მიაკითხავენ. გარდა ამისა, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ხელისუფლებას სთხოვს, კარანტინის დროს არ დახუროს ეკლესიები.

 

banner
წინა სტატიაში24:00 საათიდან დაიწყო დედაქალაქის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა
შემდეგი სტატიადავით თარხან-მოურავი: ვცდილობთ, დავეხმაროთ ჩვენს სახელმწიფოს, ხალხს, განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს