უკრაინის დროშა, რომელიც „აზოვსტალის“ თავზე იყო აღმართული, უკრაინის ისტორიის ეროვნულ მუზეუმს გადაეცა

უკრაინის დროშა, რომელიც მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის თავზე იყო აღმართული, უკრაინის ისტორიის ეროვნულ მუზეუმს გადაეცა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

დროშა ფოლადის ქარხნიდან დაჭრილი უკრაინელი დამცველების ევაკუაციის დროს გაიტანეს.

მუზეუმისთვის დროშის გადაცემის ცერემონიაში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი, მარიუპოლის დამცველები და იმ უკრაინელი სამხედროების ცოლები დაესწრნენ, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშილუგანსკის გუბერნატორი – „კადიროველებმა“ სევეროდონეცკში დანაკარგები განიცადეს – უკრაინელი სამხედროები ოკუპანტებს უკან ახევინებენ
შემდეგი სტატიაუკრაინის უდიდესი ხის ეკლესია იწვის, რომელიც მე-16 საუკუნით თარიღდება (ვიდეო)