ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დელეგაცია დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან შესახვედრად შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ამის შესახებ ზელენსკიმ ჩეხ კოლეგასთან, პიოტრ პაველთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის გუნდი აქტიურად მუშაობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენლებთან.
ამ დღეებში დაგეგმილი იქნება შეერთებულ შტატებში ჩვენი უკრაინელი წარმომადგენლების შეხვედრები,” – თქვა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ამ შეხვედრების შემდეგ “მეტი სიცხადე იქნება, როგორც ამერიკულ მხარესთან უკვე მომზადებული დოკუმენტების, ასევე რუსეთის მიერ ჩატარებულ და მიმდინარე დიპლომატიურ სამუშაოებზე რეაგირების კუთხით”.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ აუცილებელია უსაფრთხოების გარანტიებთან და აღდგენის პაკეტთან დაკავშირებული ზოგიერთი მასალის დასრულება.
მისი თქმით, თუ ყველაფერი ბოლომდე იქნება შემუშავებული, მაშინ შეთანხმებას შესაძლოა ხელი მომავალ კვირას დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს მოეწეროს.
საკითხი იმაში არ არის, რომ სასწრაფოდ ხელი მოვაწეროთ დღეს. მნიშვნელოვანია, რომ იქ ყველა ასპექტი იყოს, რომლებზეც პარტნიორებთან ვსაუბრობდით, რომ უკრაინა არ იყოს “შიშველი და ფეხშიშველი” ომის შემდეგ, რომ რეალური ფინანსური მხარდაჭერა გვქონდეს. სწორედ ამაზე ვმუშაობთ,” – განაცხადა ზელენსკიმ.


















