უკრაინის დედაქალაქის მთავრობა აპირებს, გადაარქვას სახელი ყველა ქუჩას, რომელთა სახელწოდებაც დაკავშირებულია რუსეთთან ან ბელარუსთან

უკრაინული მედიის ცნობით, კიევში 300 ქუჩისთვის სახელწოდების შეცვლა და 60 ძეგლის აღება სურთ. როგორც „უკრაინსკა პრავდას“, კიევის საკრებულოს მდივანმა, ვლადიმირ ბონდარენკომ განუცხადა, უკრაინის დედაქალაქის მთავრობა აპირებს, გადაარქვას სახელი ყველა იმ ქუჩას, რომელთა სახელწოდებაც დაკავშირებულია რუსეთთან ან ბელარუსთან.

​ასევე, იგეგმება ყველა ძეგლის აღება, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციასთან ან საბჭოთა კავშირთან.

„იდენტიფიცირებულია 279 ობიექტი, რომელთა სახელიც შეცვლა აუცილებელია. თუმცა, არ გამოვრიცხავთ, რომ მათი რიცხვი გაიზარდოს. ველოდებით მოქალაქეების წინადადებებს“, – განაცხადა ბონდარენკომ​.

მანამდე, ასევე ცნობილი გახდა, რომ აპრილის ბოლომდე კიევში აიღებენ ორი ძეგლს, რომლებიც ხალხთა მეგობრობის თაღის ქვეშ დგას, შემდეგ კი თავად თაღის დემონტაჟიც მოხდება.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი უკრაინისა და დასავლეთის სპეცსამსახურებს რუსი ჟურნალისტების, მათ შორის ვლადიმირ სოლოვიოვის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაბადრი ჯაფარიძე – ახლა მართლაც დროა, რომ ზელენსკიმ მიმართოს საქართველოს პარლამენტს